სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

 

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბას აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი რუსეთის, ხოლო სამი სამხრეთ სუდანის მოქალაქეა.

რადიოსადგურ Radio Tamazuj-ს ინფორმაციით, Optimum Aviation-ის კუთვნილი An -26 აფრენისთანავე ჩამოვარდა. ის რეისს ზედა ნილის პროვინციის მაბანის რაიონში ასრულებდა, სადაც ტვირთი უნდა ჩაეტანა, მათ შორის, საწვავიც.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები