მედია: ქაბულში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული

ქაბულში, ჰოსპიტალზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, 50-მდე მოქალაქე კი დაშავდა.

ამის შესახებ მედიას საავადმყოფოში წყარომ განუცხადა.

ასევე, მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ სულ 4 თავდამსხმელი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა თავი საავადმყოფოს შესასვლელთან აიფეთქა, დანარჩენები “თალიბანის” წევრებმა მოკლეს.

დღეს ქაბულში, ორ ლოკაციაზე, თითქმის ერთსა და იმავე დროს აფეთქება მოხდა.

ადგილობრივ საავადმყოფოს თავს “ისლამური სახელმწიფოს” წევრები დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები