ზელენსკიმ ანექსირებულ ყირიმში არჩევნების ჩატარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ.

სიაში მოხვდნენ ის პირები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი.

ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უწყებამ 15 ოქტომბერს 237 ადამიანის მიმართ პერსონალი სანქციები დაამტკიცა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 17-19 სექტემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები