ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დღის წესრიგი ვერა და ვერ მოარგო რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და ხვალინდელი დღის წინაშე დგას

“სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დღის წესრიგი ვერა და ვერ გაასწორა და ვერა და ვერ მოარგო მართლაც რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ხვალინდელი დღის წინაშე დგას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც გამოეხმაურა.

„რატომ შიმშილობს პრეზიდენტი? თქვენ გგონიათ, ჩვენ ახლა ის ადამიანები ვართ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი გვიხარია, ან მისი გარდაცვალება ჩვენთვის რამე პოლიტიკური დივიდენდია?! ჰკითხეთ მის გუნდს, რატომ შიმშილობს და რატომ აშიმშილებენ პრეზიდენტს? რომ მისი შიმშილით და მისი სიკვდილით უნდათ ახლა აქ ქვეყანაში სიტუაციის არევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი კანონიერ პატიმრობაში ყოფნა იყოს ყოველმხრივ დაცული, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ გვქონდა პუტინისტური კონსტიტუცია, შემდეგ სააკაშვილს რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება, მიიღო ჰიბრიდი, რომელიც არც საპრეზიდენტოა და არც საპარლამენტო, მაგრამ მორგებული იყო იმაზე, როგორ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ დღეს გვაქვს რეალურად ევროპული საპარლამენტო კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები