ალჯაზირა: ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, ათობით დაჭრილია

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 43 კი დაიჭრა. ინფორმაციას ალჯაზირა ისლამური საამიროების მთავრობის წარმომადგენელ ბილალ კარიმიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორივე მძლავრი აფეთქება სარდარ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის მახლობლად მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების უკან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები