გურამ მაჭარაშვილი: ნონა მამულაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და ანა წითლიძის წასვლით პარლამენტს არაფერი დააკლდება

“ნონა მამულაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და ანა წითლიძის წასვლით პარლამენტს არაფერი დააკლდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ ქუჩაში გავიდნენ“.

„ნონა მამულაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და ანი წითლიძის პარლამენტიდან წასვლა არაფერს შეცვლის, რადგან საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართული არ იყვნენ და პარლამენტს ამით არაფერი დააკლდება. როგორც წესი, დემოკრატიაში არსებობს მოცემულობა, როცა პოლიტიკური პარტიები ქუჩაში იბრძვიან იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ, ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ ქუჩაში გავიდნენ – ასე უკუღმა აკეთებენ ყველაფერს. როგორი პრინციპითაც მოქმედებენ, ამიტომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ.

ამასთან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს ზურაბ ჯაფარიძეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები