ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა – მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 8854 შემთხვევა დადასტურდა.
დღესდღეობით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 2328 ადამიანი იმყოფება.
როგორც “იუგპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ თქვა, ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების კლება იმ შემთვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოქალაქეები სოციალურ პასუხისმგებლობას გაითავისებენ და ოპერშტაბის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
მისი თქმით, ინფიცირებულთა 70%-ს ქალაქის მოსახლეობა, ხოლო 30%-ს სოფლის მოსახლეობა წარმოადგენს. მკვეთრი ზრდა შეინიშნება ახალგორის რაიონში.