ალუდა ღუდუშაური: “ლელო” საპარლამენტო საქმიანობით თავს ისედაც არ იკლავდა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

“ზოგადად, “ლელო” საპარლამენტო საქმიანობით თავს ისედაც არ იკლავდა, რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს არის “ლელოსთვის” ჰარაკირის ტოლფასი, როდესაც ცდილობენ, რომ კიდევ უფრო მეტად შევიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობაში.

საპარლამენტო საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვინმე ახლა ზარმაცის, ინტრიგანის, უსაქმურის, ვისაც მუშაობა არ უნდა ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა უნდა, მისი ადგილი პარლამენტში ნამდვილად არაა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები