ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა

“მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.

„მქონდა პატივი, საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიმეღო გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა.
მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.
კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ერთად ვიმოქმედოთ.
#TogetherForOurPlanet“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები