“ნაცმოძრაობა” ზუგდიდში აქციას აანონსებს
“ნაციონალური მოძრაობა” ხვალ ზუგდიდში აქციას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წევრი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ხვალ, 3 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათზე ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინ, მეუნარგიას 25-ში გელოდებით აქციაზე.
ამ არჩევნებმა გვანახა, რომ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ არის საკმარისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას სჭირდება ქუჩაში ბრძოლა და ხმების დაცვა. არ დაიღალოთ, ბრძოლა იქნება რთული, შეიძლება – ხანგრძლივიც, მაგრამ – გარდაუვალი გამარჯვების”, – წერს ანი წითლიძე.