„ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს ბათუმში და რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე,  „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით,  ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება.

დღესვე, 18:00 საათზე აქცია იქნება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველო პროტესტს იწყებს!

17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი). ასევე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“, – ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები