მამუკა მდინარაძე: აღარ არის საინტერესო სააკაშვილის მოწოდება

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საინტერესო აღარ არის.

მისივე თქმით, ქვეყანაში უამრავი საქმეა გასაკეთებელი.

„აღარ არის საინტერესო სააკაშვილის მოწოდება და მათი მიზნები, მათი მიზნები დარჩა წარსულში, ისინი ბევრ რამეს იზამენ, ბევრ რამეს შეეცდებიან, ჩვენ სხვა საქმე გვაქვს. ჩვენ საზოგადოება გვთხოვს, რომ ახლა თავი დავანებოთ მათთან პოლემიკას, ამ უსარგებლო კინკლაობასა და ჩხუბს. წინასაარჩევნოდ ეს გასაგებია, შეიძლება გამოწვევა იყო, იძულებულებიც ვიყავით და გვიწევდა ამის კეთება, მაგრამ ახლა უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ამ უსარგებლო კამათში დარჩენას არ ვაპირებთ. აღარ არის საინტერესო, ვინ ვის, რას მოუწოდებს, რას მოიგონებს, შემდეგ ამ მოგონილი ბრალდებებით რა პოლიტიკას განავითარებს, შეეგუონ, რომ წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი, ახლა უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს.

„ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები