ირაკლი კობახიძე: ნდობის მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის

„ნდობის მანდატი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე აღარ არის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ქვეყნის განვითარებაა.

„ნდობის მანდატი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე აღარ არის და ჩვენ არსებითად, მთლიანად უნდა შევცვალოთ ჩვენი დღის წესრიგი. ნაცვლად ამ პოლიტიკური პოლემიკისა, რაც მობეზრებული აქვს ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე გადავერთოთ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. პირველ რიგში ეკონომიკას სჭირდება გაძლიერება, წელს გვაქვს ზრდის მაღალი ტემპი და საჭიროა ამ ტემპის შენარჩუნება. პროგნოზებიც არის ძალიან კარგი, მაგრამ საჭიროა დამატებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. უფრო ძლიერი ეკონომიკა, რა თქმა უნდა აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საგარეო პოზიციების კიდევ უფრო გამტკიცება. ამ ყველაფერზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტრუქტურა, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე მუშაობდეს კოორდინირებულად. მთავრობა მუშაობს ძალიან ენერგიულად და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ მთავრობის საქმიანობას იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა მაქსიმალურად აისახოს თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები