მამუკა მდინარაძე: ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ხვეწნა არავის უნდა დავუწყოთ 

“მათ ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ვფიქრობ, ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სხვა საქმე აქვს.

„ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ვფიქრობ, ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ. სამი წელი გვაქვს წინ, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების საშუალება მიეცემათ. არ ვფიქრობ, რომ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზების შესაძლებლობა, ვისაც ამის სურვილი ექნება, ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი. აღარ არის საინტერესო მათი მიზნები, ეს დარჩა წარსულში. ბევრ რამეს შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ სხვა საქმე გვაქვს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს.

პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები