გიორგი ხელაშვილი: ბოიკოტის რეჟიმით პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივი შეუძლიათ, გააგრძელონ – ადრე თუ გვიან, ნებისმიერი მოტივტივე ობიექტი იძირება

“მათ ერთადერთი გამოსავალი დაიტოვეს. ეს გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის აქციებითა და ბოიკოტის რეჟიმით პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა კითხვაზე პასუხად: “ექნება თუ არა რაიმე შედეგი რადიკალური ოპოზიციის ქუჩის პოლიტიკას”.

ხელაშვილის განცხადებით, ქუჩის პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს.

„გასული ერთი წლის განმავლობაში ოპოზიცია აჯანყების რეჟიმში იყო. ეს იყო ერთწლიანი აჯანყება საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს აჯანყება 31 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებით სრული ფიასკოთი დასრულდა. აზრიანი ოპოზიცია აქედან გააკეთებდა ძალიან წყნარ, მშრალ, რაციონალურ დასკვნებს და გადავიდოდა კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმზე. ამის ნაცვლად, დღეს რომ ისინი ახდენენ რადიკალიზაციას, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ერთადერთი გამოსავალი დაიტოვეს. ეს გამოსავალია მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის აქციებითა და ბოიკოტის რეჟიმით პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივი. თუ ეს მათი არჩევანია, ამ შემთხვევაში შეუძლიათ, მათ ეს გააგრძელონ, მაგრამ იცოდნენ, ტივტივი მუდმივად არ შეიძლება, რადგან ადრე თუ გვიან ნებისმიერი მოტივტივე ობიექტი იძირება“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები