სამნიძე სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებაზე არ ეთანხმება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტის დატოვების შესახებ და აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები აქვს მისაღები.

სამნიძის თქმით, თუ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციულით არ შეიცვლება და ბარიერიც არ შემცირდება, „ქართულ ოცნებას“ ისევ უმრავლესობა ექნება 30 მაჟორიტარი დეპუტატის წყალობით:

„მე კი გირჩევთ, გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (რაც არ უნდა არ აიტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იგივენაირად გაგვისწორდება “ოცნება” 120/30-ზე სისტემით. 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება. ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს“ – ამბობს ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, ბოლო დღეს გაჟღერებული განცხადებები ნიშნავს ერთპარტიულობას და არა – კოალიციას.

„არა პრიპორციულს, ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში, ნიშნავს – არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს – დიახ, არა კოალიციას და კი ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია თუ დაფიქრდებით. ამიტომ, ვიყოთ თანმიმდევრულები და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით! ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში. დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება, და არა ბიძინას გასახარად ისევ გულზე მჯიღი!
ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ – იგივე სისტემა მაჟორიტარებით“, – წერს სამნიძე პირად „ფეისბუქ” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები