შალვა პაპუაშვილი: მამუკა ხაზარაძის მიერ მანდატის დატოვება საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა
„მანდატის დატოვება მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია და მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხაზარაძე მხოლოდ მის ფრაქციას დააკლდება.
„მანდატის დატოვება მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია და მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა. აქ ხაზგასასმელი და ნიშანდობლივია, რომ „ლელო“ 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას ეჭიდებოდა, აცხადებდნენ, რომ მათთვის ვალიდური დოკუმენტი იყო და ამ ნაბიჯით სწორედ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს. 19 აპრილის შეთანხმება, როგორც ანულირებული დოკუმენტი, „ლელომაც“ დახურა. მამუკა ხაზარაძე დააკლდება მის ფრაქციას, ჩვენს ფრაქციას არ დააკლდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.