არსებული ინფორმაციით, ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქეა, ის საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა

არსებული ინფორმაციით, ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში 2 კვირით ჩამოვიდა. ამავე ცნობის თანახმად, ის საქართველოში ტურისტულად იმყოფებოდა, პარალელურად კი, ვერაზე მდებარე, მასაჟის ერთ-ერთ ცენტრში დროებით მუშაობდა.

სავარაუდოდ, დამნაშავე ქართველი მამაკაცია, რომელმაც გარდაცვლილს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე გვიან ღამით მოხდა. ახვლედიანის ქუჩაზე მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი ქალი კი დაჭრილია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები