ლიზა იასკო: ძალიან არასწორია და სამარცხვინო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში
„სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება”, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სჭირდება.
„სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი. მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლიზა იასკომ.