თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების პროცესში მცირე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, არჩევნების უკეთესად ჩასატარებლად, სახელმწიფომ ეუთო/ოდირ-ის რჩევები უნდა გაითვალისწინოს.
„ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები. იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში, რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.
უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო/ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რომ უკეთესი და უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ“, – აღნიშნა კალაძემ.