კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება

“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება. საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას კანონის ფარგლებში აქციის ჩატარების უფლება აქვს.

„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები