ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეიდან 7 ნოემბრამდე უქმე კვირა გამოცხადდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1-ელი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა.
„არასამუშაო დღეები მოსახლეობის სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად გამოცხადდა, კოროვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით“, – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულებაში.
არასამუშაო დღეებში დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, გამონაკლისი იქნება დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, უწყვეტი ციკლის საწარმოები და სხვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ე.წ. რესპუბლიკის სიცოცხლისუნარიანობას.
არასამუშაო კვირაში იმუშავებს ე.წ. ეროვნული ბანკი და ე.წ. ფინანსთა სამინისტრო, ასევე, ე.წ. რესპუბლიკის სხვა ე.წ. სამინისტროები და დეპარტამენტები, რომლებსაც განკარგულებით ევალებათ, დაადგინონ იმ თანამშრომელთა და მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ფუნქციონირებას არასამუშაო დღეებში.
დღეიდან 7 ნოემრბის ჩათვლით მოსწავლეები გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.