დავით დარჩიაშვილმა “ტვიტერ”-ზე პოსტი წაშალა და აშშ/ევროკავშირის მიმართ მოწოდება შეარბილა

ყოფილმა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართა და მოუწოდა, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გადასარჩენად იმოქმედონ.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვდება ქართულ ციხეში, ის შიმშილობს. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია, ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპული და პროამერიკელი, როგორც ვიყავი აქამდე. საქართველოს ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობაში ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, – წერდა დავით დარჩიაშვილი.

ტვიტერზე დაპოსტვიდან რამდენიმე წუთში დავით დარჩიაშვილმა პოსტი წაშალა და ევროკავშირსა და ამერიკას კვლავ მოწოდებით მიმართა, თუმცა, პოსტის შინაარსი შეარბილა და შეცვალა:

„ამერიკა/ევროკავშირო, საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს. გააკეთეთ რამე. როგორ გინდათ, რომ პრო-ამერიკელ/ევროპელებად დავრჩეთ თუ საქართველოს მთავრობა ამ მიზანს მიაღწევს და თქვენ არაფერს გააკეთებთ?“ – წერს ტვიტერზე დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები