აშშ-ის სამხედრო გემი – USS Mount Whitney შავი ზღვისკენ მიემართება
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მეექვსე ფლოტის ფლაგმანი – USS Mount Whitney მიემართება.
ინფორმაცია მეექვსე ფლოტის “ტვიტერ”-ის გვერდზე განთავსდა.
„მეექვსე ფლოტის ფლაგმანმა, USS MountWhitney (LCC 20), მეექვსე ფლოტისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მონაწილეებთან ერთად, დაიწყო ჩრდილოეთით ტრანზიტი შავ ზღვაში, რათა იმუშაოს ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რეგიონში!” – ნათქვამია ინფორმაციაში.
გასული კვირის ბოლოს, აშშ-ისა და ნატო-ს სარდლობებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს. ოპერაციების მიზანს “რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” ეწოდა.
USS Mount Whitney არის მეორე Blue Ridge-ის კლასის სამეთაურო ხომალდი, აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი. ექსპლუატაციაში შევიდა 1971 წლის 16 იანვარს.