ლევან იოსელიანი: აქციები არაფერს შეცვლის, “ნაცმოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ რეალური ცვლილება გამოიწვიოს

“საზოგადოება ძალიან დაიღალა არჩევნების გაყალბებასა და აქციებზე საუბრით. ეს აქციები არაფერს არ შეცვლის”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ რეალური ცვლილება გამოიწვიოს.

„თბილისში, სადაც სხვაობა იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია რაღაც სახის გაყალბებაზე საუბარი, რატომ არის არალეგიტიმური არჩევნები. ეს ის კითხვებია, რომლებზეც, ჩემი აზრით, პასუხი უნდა გაიცეს. არ მიმაჩნია, რომ არსებულ პირობებში აქციებმა შეიძლება, რაიმე სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს არჩევნების მიმართ. არჩევნებს 52 ათასი ხმით რომ აგებ, არ მგონია, თბილისში რაიმე აზრი ჰქონდეს არჩევნების არაღიარებას. ვისურვებდი ისეთ არჩევნებს, სადაც კანდიდატები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ და დამარცხებას აღიარებენ, აქამდეც უნდა მივიდეთ. საზოგადოება ძალიან დაიღალა არჩევნების გაყალბებასა და აქციებზე საუბრით. ეს აქციები არაფერს არ შეცვლის. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ რეალური ცვლილება გამოიწვიოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები