ჯო ბაიდენის პრესმდივანი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი, ვაქცინაციის მიუხედავად, კორონავირუსით დაინფიცირდა. მან ტესტზე დადებითი პასუხი 31 ოქტომბერს მიიღო.

ამის შესახებ თავად ფსაკიმ განაცხადა, რომლის ტექსტი თეთრმა სახლმა გაავრცელა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა თქვა, რომ, ოჯახური გარემოებების გამო, ევროპაში ბაიდენთან გამგზავრებაზე უარის თქმა მოუწია. მისი ოჯახის წევრს კოვიდ19 დაუდასტურდა, ამიტომ, კარანტინზე იმყოფებოდა და 27 ოქტომბრიდან ტესტებს აბარებდა – პასუხები 31 ოქტომბრამდე უარყოფითი იყო.

ჯენ ფსაკის თქმით, 27 ოქტომბრის შემდეგ არ შეხვედრია აშშ-ის პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს. ასევე, მისი თქმით, 26 ოქტომბერს ბაიდენს ელაპარაკა – ღია ცის ქვეშ, ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ორივეს პირბადე ეკეთა.

ფსაკის ინფორმაციით, ვაქცინაციის წყალობით, მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, სახლიდან გააგრძელოს მუშაობა. მისი თქმით, თეთრ სახლში დაბრუნდება ათდღიანი კარანტინის დასრულებისა და კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები