გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: რამდენჯერაც წააგებენ არჩევნებს, ქუჩაში გაბუტულები დარბიან, მობეზრდა ეს ყველაფერი საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციის სიჯიუტე ხალხს მობეზრდა.

“მგონი, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები, საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მიცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის შემდეგ გამოდიან ქუჩაში და გაბუტულები დარბიან, მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები