მექსიკაში გაზსადენზე ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

მექსიკაში, პუებლას შტატში Pemex-ის გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟოვნა გახდა. აფეთქების შედეგად, ახლოს მდებარე 30-დან 50-მდე სახლია დანგრეული. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, სან-პაბლო ხოჩიმეუკანაის მუნიციპალიტეტში გაზის აფეთქების საფრთხის გამო, 2 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები