ბრაზილიაში პოლიციამ მასშტაბური ოპერაციის დროს ბანკების 25 მძარცველი მოკლა

ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა, მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, მინას-ჟეირას შტატში ბანკების მძარცველთა დაჯგუფების 25 წევრი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავცრელებს.

ოპერაცია სამხედრო პოლიციასთან ერთობლივად ჩატარდა, ქალაქ ვარჟინიასთან ახლოს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ორ ლოკაციაზე ჩაატარა რეიდი, სადაც კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ბანკებისა და ბანკომატების ძარცვაში, ადგილობრივ დღესასწაულზე ბანკების ფილიალებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

პოლიციაში განაცხადეს, რომ 18 ეჭვმიტანილი მოკლულია ერთ ლოკაციაზე, ხოლო შვიდი – მეორეზე.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის დროს ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის, თოფები და ხელყუმბარები, ასევე, რამდენიმე მოპარული მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები