ივანე ჩხაიძე: ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია
“პანდემიის მეოთხე ტალღის ჩამთავრების პერიოდში, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია,“ – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“ნათელია, რომ, წინა პერიოდთან შედარებით, შემთხვევებმა მოიმატა, 4 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის ჩამთავრების პერიოდში. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.