საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 44 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 44 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 089-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 141 პირს დაუდასტურდა, 5 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 31 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 382 შემთხვევა გამოვლინდა, 3 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.