ავღანეთში “თალიბებმა” მუსიკის გამო ქორწილში ადამიანები დაცხრილეს

ავღანეთის აღმოსავლეთით “თალიბანის” წევრებმა ქორწილში ორი ადამიანი მოკლეს და სულ მცირე 10 დაჭრეს. ამის მიზეზი გახდა მუსიკა, რომელიც, მათი აზრით, შეუეფერებელი იყო.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მუსიკაზე ნებართვა “თალიბანის” ადგილობრივმა ლიდერმა გასცა, თუმცა, მებრძოლები ქორწილში მიცვივდნენ და აპარატურა დალეწეს.

ქორწილში მონაწილე ადამიანების უკმაყოფილო რეაქციაზე “თალიბებმა” ცეცხლი გახსნეს.

დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. “თალიბანის” ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სროლის ორი ორგანიზატორი უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები