“ასეთი შემთხვევა ტრილიონში ერთია” – ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი უბედური შემთხვევის შემდეგ

მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, გადასაღებ მოედანზე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსახიობმა თქვა, რომ გადასაღებ მოედანზე სროლის შედეგად გარდაცვლილი ქალი მისი მეგობარი იყო.

“ის ჩემი მეგობარი იყო. იმ დღეს, როცა სანტაფეში ჩამოვედი და გადაღება დავიწყეთ, ჯოელთან ერთად სადილზე წავიყვანე… ძალიან კოორდინებული გუნდი გვქონდა. ერთად ვიღებდით ფილმს, შემდეგ კი ეს უბედური შემთხვევა მოხდა”, – თქვა ბოლდუინმა.

ბოლდუინმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი “ტრილიონში ერთია” და მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათად ხდება. გამოძიების დეტალებზე ბოლდუინს არ უსაუბრია, თქვა მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ, უსაფრთხოების დასაცავად, ის მომხრე იქნება,  მომავალში გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიზღუდოს.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები