ბრაზილიაში გამოქვაბულის ჩამონგრევას 9 მეხანძრე ემსხვერპლა

ბრაზილიაში გამოქვაბულის ჩამონგრევას 9 მეხანძრე ემსხვერპლა – ისინი ინციდენტის მომენტში წვრთნებს გადიოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქვეყნის სახანძრო სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ რიბეირან-პრეტუს რეგიონში 26 მეხანძრე სწავლებაში იღებდა მონაწილეობას.

14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 3 მათგანს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნება, 9 დაკარგულად ითვლება.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები