დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოცვაძის, ბალანჩიძის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, უკლებას, კრავეიშვილის, მთაწმინდის, ბესიკის, მოსიძის და ბერიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას, შავიშვილის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები