მთავრობის სტრატკომი: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება

“დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

“ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება”, – აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები