ნიკა მელია – “ქართულ ოცნებაზე”: ყველაფერი იკადრეს პირველ ტურში, მაგრამ ეს არ ეყოთ

“მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იმ ადგილიდან, საიდანაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ’, – ამის სესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ პარლამენტის წინ, ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეკრებილი პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

“თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი, “ქართული ოცნების” მიერ დაფიქსირებული, საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს უკანასკნელ წლებში, და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, ჩატარებული არჩევნები, რომელთან მიმართებითაც საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავიანთი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურში, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები