რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ.
დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა.