ბათუმში მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.