შალვა პაპუაშვილი: პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა, რომელიც ახასიათებს “ნაცმოძრაობას“, ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს

 

“პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტებების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრების გაცნობამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, რომ ისინი აპირებენ კვლავ აქციების მოწყობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სწორედ იმას, რაზეც „ოდირიც“ საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს დღეს აქცია.

„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა 64-დან 63 მუნიციპალიტეტში. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მესამედ მივიღეთ ხალხისგან ნდობის მანდატი. ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი და ასევე, თვითმმართველობის მეორე ტურის ღირებულებითი არჩევანი. ჩვენმა საზოგადოებამ უყურა იმ ერთწლიან დაძაბულობას, რომელსაც ოპოზიცია ხელოვნურად ქმნიდა, შეაფასა მათი და ჩვენი ქმედებები და გამოიტანა თავისი ვერდიქტი. საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი და ეს არჩევანი ყველამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები