ჰუბერტ ქნირში: არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე

 

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე.

„დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი – არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე – ეს არის გარკვეულწილად კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ამის დაძლევა მოხდება. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები