გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ქართველ ხალხს არც ამნეზია სჭირს და ისტორიიდანაც სათანადო დასკვნები გამოაქვს, არც სააკაშვილის ანტიჰუმანური და რეპრესიული სისტემა დავიწყებია

 

“მოდელირებულ და გაყალბებულ რეალობაზე აგებული პოლიტიკა, რომელსაც ნაცოპოზიცია მხარდაჭერილი პარტიული ტელევიზიებით მიმართავს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს დღემდე, ამჯერადაც არაეფექტური გამოდგა, როგორც 2012 წელს მიუხედავად მაშინდელი ოპოზიციის დემონიზირების და მოდელირებული ქრონიკების მთელი სერიალისა”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, რაც ამ დროისათვის ატვირთული შედეგებიც ცხადყოფს ოპოზიციამ წააგო ეს არჩევნები, რადგან პირველი ტურის შემდეგ, ფაქტიურად ჩაუვარდა მთავარი სლოგანი, რითაც მხარდამჭერი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდა, როდესაც ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად და ვადამდელი არჩევნების წინაპირობად გამოაცხადა.

“რაც მთავარია ნაცოპოზიციამ სუფთად წააგო თბილისი, სადაც მთელი მძიმე არტილერია ყავდა გადმოსროლილი, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერების სახით, და რაზეც მთელი გათვლები კეთდებოდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ წაგების ალუზიებს, და ყველაზე დიდი დარტყმა იქნება, რის შედეგებსაც მომავალში ვიხილავთ, ამ ხელოვნურად შეკოწიწებული კონგლომერატის დაშლით.

ახლა არჩევნების არაკონკურენტულ გარემოზე გამოკიდებაც არ იმუშავებს, რადგან არჩევნებს აკვირდებოდა

52 საერთაშორისო ორგანიზაცია და 1 102 უცხოელი დამკვირვებელი. ერთადერთი რასაც ვხედავთ საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მიუხედავად, ერთიდაიგივე ნარატივის განმეორებისა, ტოტალური დაშინების, ზეწოლის თუ ძალადობის ფაქტებზე, რისი დამადასტურებელი აუდიო ან ვიდეო ფაქტოლოგიური მასალა გარდა ცალკეული შემთხვევებისა, ჯერ არავის უნახავს.

ზოგადად ოპოზიციას მეორე ტურში, არა თუ თბილისში, დანარჩენ 19 ქალაქში, და იმ ქალაქებშიც კი საეჭვოდ ჰქონდა სიტუაცია, სადაც პირველ ტურში ოცნების მერობის კანდიდატებზე მეტი ხმა აიღო, რადგან სხვაობა ოცნების კანდიდატთან ძალიან მცირე 1-2 პროცენტი იყო. ერთადერთი გამონაკლისი ზუგდიდი იყო.

სამაგიეროდ, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ ქალაქების ნაწილში ოცნების უპირატესობა 13 პროცენტამდეც კი ადიოდა.

“ქართულმა ოცნებამ” თბილისთან და თვითმართველ ქალაქებთან ერთად მოიგო რეგიონული საკრებულოების აბსოლუტური უმრავლესობაც.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კოალიციაში შემავალ და რეალურად ნაციონალების ორბიტაზე მბრუნავ სუბიექტებს, მათი ფიასკო ისედაც მოსალოდნელი იყო, მათი ელექტორატის დიდი ნაწილის ნაციონალური მოძრაობის მიერ, შესრუტვის გამო.

შესაბამისად, გასული წლის ნაცნობი საბოტაჟის მცდელობის მიუხედავად, ნაცოპოზიცია ვერც საპროტესტო აქციებს ააგორებს, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების და პირველ რიგში ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასებითაც არჩევნებმა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად ცალკეული დარღვევებისა, რაიმე სერიოზული პრეტენზია არც პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს დაუფიქსირებიათ, ხოლო არჩევნების ორგანიზაციული მხარე, მათ შორის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა და ცესკოს მუშაობა დადებითად შეფასდა და საეჭვოა ეს დასკვნა შეიცვალოს.

და ბოლოს, დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ქართველ ხალხს არც ამნეზია ჭირს და ისტორიიდანაც სათანადო დასკვნები გამოაქვს, არც სააკაშვილის ანტიჰუმანური და რეპრესიული სისტემა დავიწყებია და არც ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები