ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია უკვე აღდგა და საარჩევნო პროცესი გაგრძელდა

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-სა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.

სიტყვიერი დაპირისპირება უბანზე ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ადგილზე ენმ-ს მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ასევე “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია აღდგენილია.

ნიკა მელიამ ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
უბანზე საარჩევნო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები