კლიმატი, კოვიდ-19, კორპორაციული გადასახადები – რომში G20-ის სამიტი დაიწყო

რომში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ გახსნა.
სამიტი იტალიის დედაქალაქის სამხრეთ უბანში, ეურში განთავსებულ კონგრეს-ცენტრში მიმდინარეობს.

ამ წუთებში მონაწილეები იწყებენ პირველ სამუშაო სესიას, რომელიც „გლობალურ ეკონომიკას და ჯანმრთელობას“ ეძღვნება.

სამიტის მთავარი თემაა კლიმატი, კორპორატიული გადასახადები და პანდემიის შედეგები: კერძოდ, განხილული იქნება განვითარებადი ქვეყნების პრობლემები ვაქცინაციის კამპანიის წარმართვაში და საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერაში.

შეხვედრას ასევე ესწრებიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

ერთობლივი სურათის გადაღებისას დიდი ოცეულის ლიდერებს ექიმები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შეუერთდნენ, რომლებსაც ოვაციებით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები