ხატია დეკანოიძე: ხმა კოალიციურ მმართველობას მივეცი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა კოალიციურ მმართველობას მისცა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის განვითარება. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის გაძლიერება ამ ქალაქში და პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება. მე სწორედ ამის სასარგებლოდ მივეცი ხმა კოალიციურ მმართველობას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქალაქი არის ძვირფასი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.