შალვა პაპუაშვილი: პროვოკატორების სრული მობილიზაცია არის ზუგდიდში
ზუგდიდში ინციდენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები ვნახეთ, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები აგრესიულობით გამოირჩევიან.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, პროვოკატორების სრული მობილიზაციაა ზუგდიდში, რაზეც მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინოს.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდი. ინციდენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები ვნახეთ, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან. იგივე ჯგუფი არჩევნების პირველ ტურზე მარნეულში იყო და იქაც იმავე პროვოკაციებს აწყობდა, ახლა ზუგდიდში გადატყორცნეს. არც ერთი ზუგდიდელი არ არის. პროვოკატორების სრული მობილიზაცია არის ზუგდიდში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დროული რეაგირება გააკეთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.