შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას ვებ-პორტალი წარუდგინა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ვებ-პორტალი: www.elections2021.ge წარუდგინა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,როგორც 2 ოქტომბერს, ამ შემთხვევაშიც, მეორე ტურზე ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პორტალს, რომელზეც განთავსებული იქნება არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც გახსოვთ მისამართი ამ პორტალის გახლავთ elections2021.ge. წინა შემთხვევის მსგავსად აქ იქნება მოცემული ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა ისევე, როგორც ცესკო აქვეყნებს 10 საათისთვის, 12 საათისთვის და ა.შ. ამას გარდა, სპეციფიკა იქნება, რომ ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ამ შემთხვევაში 20 ოლქის მონაცემებს იქნება ჩაშლილად წარმოდგენილი ასევე დეტალურად ოლქების მიხედვით, ანუ შესაძლებლობა იქნება ნახონ აქტივობა როგორი იქნება თბილისში და სხვა მუნიციპალიტეტებში ოლქების მიხედვით, სადაც ტარდება მეორე ტურები.
შემდეგი მონაცემი რაც იქნება განთავსებული, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ეს გახლავთ ინციდენტები. ანუ, სადაც არის ან ძალადობა ან გარკვეული შელაპარაკებები და ამ ინციდენტების აღრიცხვა. აქ ამ 20 ოლქზეა საუბარი, სადაც არის მე-2 ტური, იქნება განთავსებული როგორც აქტიური ინციდენტები ასევე ამოწურული ინციდენტები და შეეძლება ამ ვებ-გვერდის გამომყენებელს რომ ნახოს უკვე შემდეგ დეტალურად ინფორმაცია ამ ინციდენტებთან დაკავშირებით.
კვლავ გვექნება იმედის ლაივი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გაეცნონ მიმდინარე ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით.
და რაც მთავარია, 20 საათის შემდეგ ჩვენ ასევე გვექნება პარალელური დათვლა. გვექნება ოცივე ოლქის პარალელური დათვლა, სადაც ერთის მხრივ შეგეძლებათ ნახოთ რუკის მეშვეობით ან დეტალურად ჩაშლილად ყველა, ოცივე ოლქი და პარალელური დათვლის შედეგები და ჩვენ იმედი გვაქვს რომ მალე იქნება შესაძლებელი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განთავსდეს ეს შედეგები და შესაბამისად ყველამ ერთად ვნახოთ მეორე ტურის შედეგები. კიდევ ერთხელ მისამართი გახლავთ elections2021.ge საარჩევნო პორტალი და ყველას მოვუწოდებ რომ იყვნენ აქტიურები და დაინტერესდნენ ამ ვებ-გვერდით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები