ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი არა რევოლუციას, არა დესტრუქციას, არამედ სტაბილურობას, სიმშვიდეს და ქვეყნის განვითარებას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა.
“ხმა მივეცი არა რევოლუციას, არა დესტრუქციას, არამედ სტაბილურობას, სიმშვიდეს და ქვეყნის განვითარებას. ეს არის პრინციპული არჩევნები, ამიტომ მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეულ თბილისელს მოვუწოდო არჩევნებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ დესტრუქციაზე, ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებას და გამწვანებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.