ნიკა მელია: ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს
„ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს.
„ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.