ნინო ლაცაბიძე: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა იმედს იძლევა, რომ ზუსტად დააფიქსირებენ ჩვენი მხრიდან საარჩევნო პროცესის მშივდ გარემოში ჩატარების მზაობას

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და იმედს გამოთქვამს, რომ მათი შეფასებები წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ სურვილს – არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

„კარგია, როცა საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე შეინიშნება. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა გააკეთა შეფასება, რომ რუსათვში საარჩევნო გარმეო არის მშივიდი და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ რუსთაველებმა თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. მათი ჩართულობა იმედს იძლევა, რომ ზუსტად დააფიქსირებენ ჩვენი მხრიდან საარჩევნო პროცესის მშივდ გარემოში ჩატარების მზაობას, რაზეც ვსაუბრობდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში,“ – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები